რა არის მენტალური არითმეტიკა?
ტვინის განვითარების უნიკალური მეთოდი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა სირთულის არითმეტიკული ოპერაციების სწრაფად შესრულებას აბაკუსის - იაპონური საანგარიშოს ვიზუალიზაციის გამოყენებით.
მენტალური არითმეტიკის მეთოდიკა აგებულია ისეთ სასწავლო აქტივობებზე, რომლებიც ხელს უწყობს ტვინის ნერვული ქსელების ეფექტიანობის გაუმჯობესებას ნეირონებს შორის სინაფსური კავშირების ჩამოყალიბებისა და გაძლიერების გზით.
ამის შედეგად უმჯობესდება ნერვულ ქსელებში ინფორმაციის გადაცემა, რაც ხელს უწყობს კოგნიტური და მოტორული ფუნქციების განვითარებას.
შესაბამისად, პროგრამის მთავარი მიზანი სწრაფი მათემატიკური გამოთვლის სწავლება კი არა, ნეიროპლასტიკურობის საფუძველზე ტვინის ფუნქციური განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობაა.
რა უნარებს ავითარებს პროგრამა?
პროგრამის სასწავლო ფორმატი
კვირაში 1 გაკვეთილი
2 აკადემიური საათი (1 საათი და 45 წუთი)
ონლაინ დასწრებით
4–5 ბავშვი ჯგუფში
ადგილზე დასწრებით
7–8 ბავშვი ჯგუფში
პროგრამის ძირითადი ასაკობრივი ჯგუფი
წელი
ვრცლად პროგრამის შესახებ
აბაკუსის გამოყენება
სწავლის საწყის ეტაპზე ბავშვი ფიზიკურ აბაკუსზე ასრულებს სხვადასხვა სირთულის არითმეტიკულ ოპერაციებს.
ამ პროცესში იგი ერთდროულად იყენებს ორივე ხელის სხვადასხვა თითებს, რაც ასიმეტრიულ ბიმანუალურ მოტორულ აქტივობას წარმოადგენს.
ასეთი მოძრაობები, სიმეტრიულ მოძრაობებთან შედარებით, უფრო რთულ ნეირომოტორულ ამოცანას წარმოადგენენ.
აბაკუსის ვიზუალიზაცია
ბავშვი აბაკუსს გონებაში წარმოიდგენს და მათემატიკურ ოპერაციებს მენტალურად ასრულებს.
ამ დროს ტვინის ორივე ნახევარსფერო თანაბარი ინტენსივობით მუშაობს, რადგან პროცესი მოითხოვს ვიზუალური წარმოსახვისა და ლოგიკური აზროვნების სრულ ჰარმონიზაციას.
ყოველდღიური ვარჯიში აუცილებელია
ახალი უნარის ჩამოყალიბებისთვის და გაძლიერებისთვის აუცილებელია რეგულარული ვარჯიში — სწორედ გამეორება ამყარებს ნეირონულ კავშირებს და ხელს უწყობს უნარების ავტომატიზაციას.
პროგრამა მოიცავს 10 დონეს, თითოეული დონე 5–4 თვე გრძელდება.
ნეიროპლასტიკურობა
მე-20 საუკუნის მეორე ნახევრამდე მეცნიერების დიდი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ტვინის განვითარება ძირითადად მოზარდობისას (15-20 წლის ასაკში) სრულდებოდა და ზრდასრულ ასაკში მისი პლასტიკურობა მნიშვნელოვნად შეზღუდული იყო. თანამედროვე ნეირომეცნიერების კვლევებმა კი აჩვენა, რომ ნეიროპლასტიკურობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში ნარჩუნდება. მიუხედავად იმისა, რომ ასაკის მატებასთან ერთად მისი ინტენსივობა თანდათან მცირდება, ტვინი ინარჩუნებს უნარს, განმეორებითი გამოცდილების გავლენით შეიძინოს ახალი უნარები, შეცვალოს და გადააწყოს საკუთარი თავი.
რადგან ბავშვობასა და მოზარდობაში ნეიროპლასტიკურობა განსაკუთრებით მაღალია, მენტალური არითმეტიკის პროგრამის (ისევე როგორც სხვა ახალი უნარების) ათვისება ამ პერიოდში, როგორც წესი, უფრო მარტივად და ეფექტიანად მიმდინარეობს.
პროგრამის ათვისება და შესაბამისი სარგებლის მიღება ზრდასრულ ასაკშიც შესაძლებელია, თუმცა ახალი უნარების განვითარებას შესაძლოა მეტი დრო, პრაქტიკა და ძალისხმევა დასჭირდეს.